ხვიჩას 2 კარგი მომენტი ჰქონდა - ნაპოლიმ ბრესტი დაამარცხა
ნაპოლიმ მორიგი ამხანაგური მატჩი ბრესტის წინააღმდეგ გამართა და რასპადორის ერთადერთი გოლის წყალობით 1:0 დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, რომელმაც მინდორზე 80 წუთი დაყო.
ქართველი ფეხბურთელი მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო და გოლის გატანის ორი შესანიშნავი შანსი ჰქონდა, თუმცა პირველ შემთხვევაში მეკარემ აჯობა, ხოლო მეორე მცდელობისას მისი დარტყმული კარის ძელს მოხვდა.
რიგ ეპიზოდებში ხვიჩა აქტიურად უტევდა, მწვავე პასებსაც აკეთებდა, თუმცა მისი თანაგუნდელები მომენტებს ვერ იყენებდნენ.
ცნობისთვის, ანტონიო კონტემ კვლავ 3-4-2-1 სისტემით ითამაშა. ძირითადი შემადგენლობა კი ასეთი იყო:
მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო, მაზოკი, ლობოტკა, ანგისა, სპინაცოლა, კვარაცხელია, რასპადორი.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი 3 აგვისტოს კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ჟირონას წინააღმდეგ გამართავს. ამის შემდეგ, კონტეს გუნდი 10 აგვისტოს კოპა იტალიის 1/32 ფინალში მოდენას უმასპინძლებს. 18 აგვისტოს კი სერია ა-ს ეგიდით ვერონას ესტუმრება.