“სამასი არაგველი Do you know?“ - ბექაურმა EuroSport-ის ჟურნალისტს მიმართა
პარიზის ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში სანშირო მურანო დაამარცხა.
ფინალის დასრულების შემდეგ, ლაშა ბექაური EuroSport-ის ჟურნალისტს ესაუბრა. მისი ინტერვიუ საკმაოდ სახალისო გამოვიდა.
ბექაური:
„ეს სიგიჟე იყო. მე მებრძოლი ვარ, მებრძოლი ხალხის ქვეყნიდან. სამასი არაგველი იცი?“
კომიკური ის იყო, რომ ქართველმა ძიუდოისტმა ინტერვიუს დროს ქართული და ინგლისური ენა ერთდროულად გამოიყენა და რეალურად ასეთი რამ თქვა: „სამასი არაგველი Do you know?”
შეგახსენებთ, რომ ლაშა ბექაური გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე აიღო ოქროს მედალი.
ლაშამ მედლისკენ მიმავალ გზაზე ბულგარელი ივაილო ივანოვი ვაზარით დაამარცხა. ქართველმა ძიუდოისტმა 1/4 ფინალში კორეელი ჯუეოპ ჰანი შეხვედრის დაწყებიდან 1 წუთსა და 22 წამში იპონით სძლია. ნახევარფინალში კი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილს დაუპირისპირდა და დამატებით დროში ჰანსუკო მაკეთი (სამი გაფრთხილება) მოუგო.
აქვე გეტყვით, რომ 1 აგვისტოს ტატამზე -100 კგ კატეგორიაში ილია სულამანიძე წარდგება, რომელიც პირველ რაუნდში დაისვენებს. მეორე რაუნდში იგი 24-ე ნომერ ზლატკო კუმრიჩს ან მე-17 ნომერ ჯენარო პირელის დაუპირისპირდება. სულამანიძე და ჟორჟე ფონსეკა ერთ ჯგუფში არიან, რაც ნიშნავს, რომ ილიას ძალიან ძნელი ბადე ელის.