ლაშა ბექაური
Aa
Aa

“დაუჯერებელი და შთამბეჭდავი“ - IJF ლაშა ბექაურზე

პარიზის ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში სანშირო მურანო დაამარცხა.

ფინალის დასრულების შემდეგ, IJF-მა ბექაურზე დაწერა.

რას წერს IJF?

„ეს ალბათ საოცნებო ფინალი იყო, რომელსაც წელს პარიზში უნდა დავლოდებოდით. ლაშა ბექაურმა პირველ სესიაზე ალბათ ყველაზე სანახაობრივი ძიუდოისტი დაამარცხა. იმედგაცრუებულები არ ვართ, რადგან ბექაურმა ზედიზედ მეორე ოლიმპიური ტიტული მოიპოვა. ეს დაუჯერებელი და შთამბეჭდავია.

სანშირო მურაომ გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა და ვაზარი პირველად სწორედ მან შეასრულა. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ იაპონელი ყველაფერს აკონტროლებდა, მაგრამ ვის შეუძლია გააკონტროლოს ქართველი ჯადოქარი? შემდეგი ორი სვლა ბექაურის იყო. მან გაიმარჯვა შესანიშნავი ხერხით, რაც უბრალოდ შთამბეჭდავია. ბრავო ჯადოქარო!“

შეგახსენებთ, რომ ლაშა ბექაური გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე აიღო ოქროს მედალი.

ლაშამ მედლისკენ მიმავალ გზაზე ბულგარელი ივაილო ივანოვი ვაზარით დაამარცხა. ქართველმა ძიუდოისტმა 1/4 ფინალში კორეელი ჯუეოპ ჰანი შეხვედრის დაწყებიდან 1 წუთსა და 22 წამში იპონით სძლია. ნახევარფინალში კი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილს დაუპირისპირდა და დამატებით დროში ჰანსუკო მაკეთი (სამი გაფრთხილება) მოუგო.

აქვე გეტყვით, რომ 1 აგვისტოს ტატამზე -100 კგ კატეგორიაში ილია სულამანიძე წარდგება, რომელიც პირველ რაუნდში დაისვენებს. მეორე რაუნდში იგი 24-ე ნომერ ზლატკო კუმრიჩს ან მე-17 ნომერ ჯენარო პირელის დაუპირისპირდება. სულამანიძე და ჟორჟე ფონსეკა ერთ ჯგუფში არიან, რაც ნიშნავს, რომ ილიას ძალიან ძნელი ბადე ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემი ოცნება ახდა“ - დებიუტი ოლიმპიადაზე 58 წლის ასაკში
„ჩემი ოცნება ახდა“ - დებიუტი ოლიმპიადაზე 58 წლის ასაკში