ლაშა ბექაური
Aa
Aa

არის პირველი ოქრო! ლაშა ბექაური 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონია

პარიზის ოლიმპიადის ფინალში ლაშა ბექაური იაპონელ სანშირო მურაოს დაუპირისპირდა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში ავასატე იპონით დაამარცხა.

ბრძოლა იაპონელმა უკეთ დაიწყო და ვაზარით დაწინაურდა კიდეც. ლაშას ერთი შიდოც ჰქონდა, თუმცა ამის შემდეგ, ბექაურმა თავისი ძიუდოს ჩვენება დაიწყო, რაც მეტოქისთვის გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა.

4 წამით ადრე ბექაურმა საჩემპიონო გდება შეასრულა, რომელიც ვიდეო რეფერიმ ჩათვალა და ფინალს წარმოუდგენლად დრამატული დასასრული ჰქონდა - ლაშა ბექაური 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონია!

ლაშამ მედლისკენ მიმავალ გზაზე ბულგარელი ივაილო ივანოვი ვაზარით დაამარცხა. ქართველმა ძიუდოისტმა 1/4 ფინალში კორეელი ჯუეოპ ჰანი შეხვედრის დაწყებიდან 1 წუთსა და 22 წამში იპონით სძლია. ნახევარფინალში კი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილს დაუპირისპირდა და დამატებით დროში ჰანსუკო მაკეთი (სამი გაფრთხილება) მოუგო.

აქვე გეტყვით, რომ 1 აგვისტოს ტატამზე -100 კგ კატეგორიაში ილია სულამანიძე წარდგება, რომელიც პირველ რაუნდში დაისვენებს. მეორე რაუნდში იგი 24-ე ნომერ ზლატკო კუმრიჩს ან მე-17 ნომერ ჯენარო პირელის დაუპირისპირდება. სულამანიძე და ჟორჟე ფონსეკა ერთ ჯგუფში არიან, რაც ნიშნავს, რომ ილიას ძალიან ძნელი ბადე ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მორიგი სკანდალი ფარიკაობაში
მორიგი სკანდალი ფარიკაობაში