„კვარა ამ სივრცეში გამოსავალი იქნება“ - კონტეს ტაქტიკური გეგმები
ნეაპოლური გამოცემა ilmionapoli ანტონიო კონტეს ტაქტიკურ გეგმებზე წერს და ყურადღებას ხვიჩა კვარაცხელიას ახალ როლზე ამახვილებს.
„ანტონიო კონტეს სურს გაიგოს რამდენიმე ფეხბურთელის შესაძლებლობები და ისინი სხვადასხვა პოზიციებზე გამოცადოს. წინასასეზონო სამზადისისას ჩატარებულ შეხვედრებში მწვრთნელი ცდილობს 3-4-3 სქემისთვის მაქსიმალურად ბევრი ექსპერიმენტი ჩაატაროს. ეს ეხება ხვიჩა კვარაცხელიას პოზიციასაც.
ხვიჩას შეუძლია 3-4-3-ის დროს მარცხენა ფლანგზე ითამაშოს, თუმცა მისთვის სხვა როლიც მოიძებნება. კონტემ ეგნატიასთან შეხვედრისთვის 3-4-2-1 სქემა გამოიყენა, რომელშიც კვარა შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე მოქმედებდა.
ხვიჩას ფლანგზე თამაშთან ერთად შეუძლია ფორვარდის უკანაც იმოქმედოს. პირველი ვინც ამ იდეას ხორცი შეასხა ვალტერ მაცარი იყო. რამდენიმე შეხვედრაში ის ცდილობდა, რომ ხვიჩა უფრო მეტად მოედნის სიღრმიდან გამოეყენებინა. როგორც ჩანს, კონტე ამ იდეას ნელ-ნელა მტვერს აშორებს“.
- წერს იტალიური გამოცემა.
ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ „ნაპოლი“ ახალ სეზონში ძირითადად 3-4-3 სქემით ითამაშებს, რომელიც მატჩის სცენარიდან გამომდინარე 3-4-2-1-ად ფორმირდება. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, თუ რამდენად უნივერსალი მოთამაშეები ჰყავს გუნდს შემადგენლობაში და კვარა ნამდვილად შედის უნივერსალთა კატეგორიაში.