პსჟ, რენატო სანჩესი, ბენფიკა, ჟოაუ ნევეში
Aa
Aa

გადაწყვეტილია - ნევეში პსჟ-ში ითამაშებს, რენატო სანჩესი ბენფიკაში ბრუნდება

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, პარი სენ ჟერმენი აქტიურობას აგრძელებს. ბოლო პერიოდში, ფრანგულ გიგანტს ჟოაუ ნევეშის გადაბირება სურდა და როგორც ჩანს გამოუვიდა.

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ პსჟ-მ საწადელს მიაღწია და ბენფიკასთან შეთანხმება შედგა.

პარიზელებს ნევეში 60 მილიონი ევრო უჯდებათ. ბონუსებით კი ეს თანხა 70 მილიონამდე ავა. ჟოაუს ტრანსფერში რენატო სანჩესი ჩართეს, რომელიც იჯარის წესით ლისაბონის ბენფიკაში იასპარეზებს. ნევეში მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, პსჟ-ს პირველი შენაძენია.

ცნობისთვის, 19 წლის ნახევარმცველი ლისაბონური კლუბის აღზრდილი გახლავთ და მთავარ გუნდში 2022 წლიდან თამაშობს. 2022 წლიდან დღემდე, ნევეშმა ბენფიკას მაისური ყველა ტურნირზე ერთად 75-ჯერ მოირგო, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

რაც შეეხება რენატო სანჩესს, ბენფიკას აღზრდილი გახლავთ და პირველ გუნდში 2015/2016 წლებში თამაშობდა.

ამის შემდეგ, სანჩესი ბაიერნმა 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, მაგრამ ვერ გაამართლა და იჯარის წესით სუონსიში წავიდა. 2019 წელს ლილის საკუთრება გახდა, სადაც 3 წელი დაყო. 2022 წლიდან კი პარი სენ ჟერმენში გადავიდა. გასული სეზონი იჯარის წესით რომაში გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი დაბრუნება უდიდესი პოზიტივია“ - უოტფორდის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე
„მისი დაბრუნება უდიდესი პოზიტივია“ - უოტფორდის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე