ილია თოფურია, ლაშა ბექაური, ტრისტან მოსახლიშვილი
Aa
Aa

„ძიუდოს ილია თოფურია“ | Marca ტრისტან მოსახლიშვილის წარმატებას გამოეხმაურა

პარიზში, ზაფხულის ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს და დღეს, მედლებისთვის -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჯუდოკები იბრძვიან. მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური ნახევარფინალში გავიდა და მისი მეტოქე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილი იქნება.

მოსახლიშვილის ნახევარფინალში გასვლას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა, Marca გამოეხმაურა. სტატიის ავტორმა ტრისტანს „ძიუდოს ილია თოფურია“ უწოდა და მის მიერ გავლილ გზაზე დაწერა.

„ძიუდოს ილია თოფურიას, ტატო მოსახლიშვილს, ესპანეთისთვის კიდევ ერთი ოლიმპიური მედლის მოპოვების შანსი აქვს. ტრისტან მოსახლიშვილი, იგივე ტატო ან მოსა, როგორც მას გულშემატკივრები უწოდებენ, მედლებისთვის ბრძოლაში ჩაერთო და დღეს საღამოს გაირკვევა, რა შედეგს დააფიქსირებს. ესპანელმა ჯუდოკამ, რომელიც ილია თოფურიასა და ნიკო შერას (ნიკოლოზ შერაზადიშვილი) მსგავსად, საქართველოდანაა, მოქალაქეობა 2022 წელს მიიღო და -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში პოდიუმზე ასვლას შეეცდება“, - წერს Marca.

ცნობისთვის, მოსახლიშვილმა პირველ წრეში ტაჯიკ კომრონშოხ უსტოპირიონს მოუგო, მეორე რაუნდში ყირგიზი ერლან შეროვი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი რაფაელ მასედოს სძლია. დღევანდელი ფინალური ბლოკი თბილისის დროით, 18:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სასწრაფო დახმარების მანქანამ ღამით კლინიკაში წაიყვანა“ - ქუთათელაძე ჩიმაევის მდგომარეობაზე
„სასწრაფო დახმარების მანქანამ ღამით კლინიკაში წაიყვანა“ - ქუთათელაძე ჩიმაევის მდგომარეობაზე