გურამ ქუთათელაძე, ხამზატ ჩიმაევი
Aa
Aa

„სასწრაფო დახმარების მანქანამ ღამით კლინიკაში წაიყვანა“ - ქუთათელაძე ჩიმაევის მდგომარეობაზე

 

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, გურამ ქუთათელაძემ RB Sport-თან ინტერვიუს დროს ხამზატ ჩიმაევის შესახებ ისაუბრა და რობერტ უიტაკერთან ბრძოლის გაუქმების მიზეზები გაიხსენა.

რას ამბობს ქუთათელაძე:

„როდესაც ბრძოლისთვის მომზადება დაიწყო, 2-3 კვირის შემდეგ მასთან ღამით სასწრაფო მივიდა და საავადმყოფოში წაიყვანა. სამწუხაროდ, ჯანმრთელობამ არ მისცა საშუალება, რომ ევარჯიშა ისე, როგორც მას სურდა და როგორც სჭირდებოდა. ამის გამო, ბრძოლა გაუქმდა. მადლობა ღმერთს, ახლა უკეთ გრძნობს თავს და ვარჯიშობს. იმედი მაქვს, რომ ოქტაგონს მალე დაუბრუნდება და იმას გააკეთებს, რაც უყვარს“.

„ის საჩემპიონო ბრძოლის მიღებას იმსახურებს. ამბობენ, რომ აქამდე მას კიდევ ერთი ბრძოლის მოგება სჭირდება, მაგრამ სხვა დივიზიონებში მებრძოლები საჩემპიონო ჩხუბს ღილაკზე ერთი თითის დაჭერით იღებენ. რატომ არ აძლევენ ხამზატს? ზოგი ფიქრობს, რომ ამას არ იმსახურებს, მაგრამ იმედი აზრი არსებობს, რამდენი ადამიანიცაა დედამიწაზე“.

შეგახსენებთ, რომ გურამ ქუთათელაძე UFC-ის ოქტაგონზე 13 თვეა არ გამოჩენილა და 1-წლიანი პაუზის შემდეგ ის 3 აგვისტოს, აბუ-დაბიში UFC ABC-ზე დაბრუნდება. „ქართველი ვიკინგის“ მეტოქე ორგანიზაციის დებიუტანტი, ინგლისელი ჯორდან ვუჩენიჩი იქნება, რომელსაც MMA-ში 13 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს.

რაც შეეხება გურამ ქუთათელაძეს, 32 წლის მებრძოლმა ბოლოს 2023 წლის 2 ივლისს, ელვის ბრენერის წინააღმდეგ იბრძოლა და ნოკაუტით დამარცხდა. MMA-ში ქუთათელაძის რეკორდი 12 მოგება და 4 მარცხია.

რაც შეეხება ხამზატ ჩიმაევს, 30 წლის მებრძოლმა ბოლოს 2023 წლის 21 ოქტომბერს, კამარუ უსმანის წინააღმდეგ იჩხუბა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სამარცხვინოა“ | ჭიკაძისა და ალენის დაპირისპირება სოც ქსელებში
„სამარცხვინოა“ | ჭიკაძისა და ალენის დაპირისპირება სოც ქსელებში