ტატო გრიგალაშვილი
Aa
Aa

„დიდი იმედგაცრუება ქართულ ბანაკში“ | რას წერს EJU გრიგალაშვილის ფინალზე

ტატო გრიგალაშვილი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი გახდა. ქართველი ჯუდოკა ფინალში ტაკანორი ნაგასეს დაუპირისპირდა და მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. ნაგასესა და გრიგალაშვილის შეხვედრას ევროპის ძიუდოს კავშირი, EJU გამოეხმაურა და ფინალზე დაწერა.

„ევროპულ ბანაკში იმედოვნებდნენ, რომ ტატო გრიგალაშვილისა და მატიას კასეს ფინალს კიდევ ერთხელ ვიხილავდით, მაგრამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებს საერთოდ სხვა გეგმები ჰქონდა. კასე მეოთხედფინალში ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა და გრიგალაშვილი ოქროსთვის სწორედ იაპონელ ჯუდოკას დაუპირისპირდა.

ნაგასე დამაჯერებელი იყო და საერთოდ არ შეჰქმნია პრობლემა ახლო ჭიდაობის გამო. პირიქით, ეს სათავისოდ გამოიყენა. გრიგალაშვილს ზურგზე ძლიერი ჩავლება ჰქონდა აღებული, მაგრამ ნაგასემ კო სოტო გაკე ერთხელ კი არა, ორჯერ შეასრულა და ოლიმპიური ტიტული დაიცვა. ის მეორე იაპონელია, ვინც ამ კვირაში მსგავს წარმატებას მიაღწია.

ქართულ ბანაკში დიდი იმედგაცრუება იქნება, რადგან მათი ჯუდოკა მთავარ ჯილდოსთან ასე ახლოს იყო, თუმცა, მეორე მხრივ, ეს დანარჩენ ქართველ სპორტსმენებს მოტივაციას მისცემს და პირველი, ვინც ტატამიზე მოტივირებული გავა, ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური გახლავთ“, - წერს EJU.

შეგახსენებთ, ტატომ პირველ წრეში მოლდოველ მიხაილ ლატისევს მოუგო, 1/8 ფინალში ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილის ბარიერი დაძლია, 1/4-ფინალში ტაჯიკი სომონ მახმადბეკოვი დაამარცხა. ნახევარფინალში ტატო გრიგალაშვილმა სამხრეთკორეელი ლი დაამარცხა და ფინალში გავიდა. ტატომ ოქროს დროში ბრწყინვალე ილეთი შეასრულა, იპონით გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2 თვე უარს ამბობდა, თუმცა დათანხმდა - ტაბიძე რუსეთში ითამაშებს
2 თვე უარს ამბობდა, თუმცა დათანხმდა - ტაბიძე რუსეთში ითამაშებს