ალექსა გრასოს საოცარი რეაქცია | მერაბისა და ომალის დაპირისპირება
მერაბ დვალიშვილი მომდევნო ბრძოლას საჩემპიონო ქამრისთვის გამართავს და UFC 306-ზე, შონ ომალის დაუპირისპირდება. რამდენიმე საათის წინ, UFC-იმ სოციალურ ქსელებში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც სარეკლამო კლიპის გადასაღებად მისული „მანქანისა“ და „შუგას“ სიტყვიერ დაპირისპირებას ვხედავთ.
დვალიშვილმა ომალის უთხრა, რომ მისი მთავარი მწვრთნელის, ტიმ უელჩის მიერ ალჯამეინ სტერლინგზე ნათქვამი სიტყვების გამო, განრისხებული იყო და სწორედ ამიტომ თქვა, რომ მისი სახის დანგრევა უნდოდა. შონს მერაბის განცხადება უპასუხოდ არ დაუტოვებია და უთხრა, რომ უელჩი მას მოკლავს.
„თუ მასთან პრობლემა გაქვს, შეგიძლია, ამის შესახებ უთხრა. გეჩხუბება, თუ ეს გინდა. ჩვენი ბრძოლის შემდეგ, შეგიძლია, მისი სახის დანგრევა სცადო. ძალიან საინტერესო იქნება“, - აღნიშნა ომალიმ, რის შემდეგაც მერაბმა დააზუსტა, რომ ქუჩურ ჩხუბზე ჰქონდა საუბარი, რაზეც „შუგამ“ თქვა: „ქუჩაშიც გეჩხუბება და ამას დიდი სიამოვნებით ვნახავდი. სიკვდილი გინდა? ამას ამბობ? მოგკლავს“.
Tensions are already high ????
— UFC (@ufc) July 30, 2024
[ @RiyadhSeason #NocheUFC LIVE on PPV from @SphereVegas ???????? ] pic.twitter.com/8Rk8FDRudK
ომალისა და დვალიშვილის სიტყვიერ შელაპარაკებას ქალთა უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ალექსა გრასო შეესწრო, რომელიც ასევე UFC 306-ზე იჩხუბებს და მის რეაქციას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.