მადრიდის რეალი, ტიბო კურტუა, ანდრეი ლუნინი, ლუის ლოპესი
Aa
Aa

კამერები ყველა კუთხეში - რეალის მეკარეების მწვრთნელის საინტერესო მეთოდები

მადრიდის რეალმა წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდი დაიწყო. რა თქმა უნდა, ჯერ ბლანკოსი სრული შემადგენლობით არ არის შეკრებილი. გუნდს ის მოთამაშეები აკლია, რომლებიც ევრო 2024-ის ნახევარფინალში და ფინალში გავიდნენ.

ამის პარალელურად, გამოცემა RELOVO საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას გვთავაზობს. საუბარი რეალის მეკარეების მწვრთნელის ლუის ლოპისის მეთოდებზეა.

წყაროს ცნობით, ლუისის მეთოდებში პრიორიტეტი ყველა იმ მოძრაობის ასახავს ენიჭება, რომლებსაც კურტუა და ლუნინი ასრულებენ.

ვარჯიშის დროს, ყველა კუთხეში კამერებია დამონტაჟებული და მეკარეების ნებისმიერ მოძრაობას აფიქსირებს. მაგალითისთვის შეგვიძლია ფეხით თამაში ან ხელების პოზიცია მოვიყვანოთ.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ლუისი მეკარეებთან ერთად მათ დაშვებულ შეცდომებს განიხილავს. ვიდეოები კი კურტუას და ლუნინს პირად მეილზე ეგზავნებათ. ისინი ვალდებულები არიან კიდევ ერთხელ უყურონ თავიანთ დაშვებულ შეცდომებს და გამოსწორებაზე იზრუნონ.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ტიბო კურტუამ მუხლის ტრავმა მიიღო და თითქმის მთელი წელი გაუცდა. ბელგიელი კარის დარაჯი სეზონის მიწურულს დაბრუნდა და ისეთ ფორმაში იყო, რომ კარლო ანჩელოტიმ ის ჩემპიონთა ლიგის ფინალში დააყენა.

ცნობისთვის, მადრიდის რეალი უახლოეს პერიოდში 3 ამხანაგურ მატჩს გამართავს. პირველ აგვისტოს მილანს დაუპირისპირდება, 4 აგვისტოს ბარსელონას, ხოლო 7-ში ჩელსის.

ამხანაგური მატჩების შემდეგ, სამეფო კლუბი უეფა-ს სუპერ თასზე ატალანტას შეხვდება. აღნიშნული შეხვედრა 14 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება. ასევე გეტყვით, ბერგამოული კლუბის წინააღმდეგ კილიან მბაპეს დებიუტი იგეგმება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიდევ 1 ოცნებას ისრულებს - მბაპე ფრანგულ კლუბს ყიდულობს
კიდევ 1 ოცნებას ისრულებს - მბაპე ფრანგულ კლუბს ყიდულობს