გურამ კაშია, ლაშა დვალი
Aa
Aa

აპოელ-ი და სლოვანი შემდეგ ეტაპზე არიან - დვალი და კაშია ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში „პეტროკუბი’’ - აპოელ-ის შეხვედრა 1:1 დასრულდა. პირველი მატჩი აპოელ-მა სტუმრად მოიგო, ორი მატჩის ჯამში 2:1 გაიმარჯვა. ტრავმის შემდეგ მოედანს აპოელ-ის ცენტრალური მცველი ლაშა დვალი დაუბრუნა, სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა.

აპოელ-ი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილ  „სლოვანს’’ დაუპირისპირდება, რომელმაც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში სლოვენიურ „ცელეს’’ 5:0 მოუგო, ორი მატჩის ჯამში 6:1 დაამარცხა. გურამ კაშიამ ორივე მატჩი სასტარტოში შეუცვლელად ჩაატარა.

კვიპროსისა და სლოვაკეთის ჩემპიონები მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ერთ-ერთი ქართველი ფეხბურთელი (დვალი ან კაშია) ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში აუცილებლად ითამაშებს, ამ წყვილში დამარცხებულს ევროპა ლიგის ფლეი-ოფში თამაში გარანტირებული აქვს, თუმცა თუ ფლეი-ოფში დამარცხდა, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გადაინაცვლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები