ტატო გრიგალაშვილი
Aa
Aa

დასანანი მარცხი - გრიგალაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა

პარიზის ოლიმპიადაზე - 81 კგ. წონით კატეგორიის ფინალში ტატო გრიგალაშვილი იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა და ვერცლის მედალს დასჯერდა. იაპონელმა ორი ვაზარითა და ავასატე იპონით გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, ტატომ პირველ წრეში მოლდოველ მიხაილ ლატისევს მოუგო, 1/8 ფინალში ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილის ბარიერი დაძლია, 1/4-ფინალში ტაჯიკი სომონ მახმადბეკოვი დაამარცხა. ნახევარფინალში ტატო გრიგალაშვილმა სამხრეთკორეელი ლი დაამარცხა და ფინალში გავიდა. ტატომ ოქროს დროში ბრწყინვალე ილეთი შეასრულა, იპონით გაიმარჯვა.

პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს პირველი მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოუპოვა.

მსგავსი სიახლეები