ჯიმი ტაბიძე
Aa
Aa

2 თვე უარს ამბობდა, თუმცა დათანხმდა - ტაბიძე რუსეთში ითამაშებს

რუსული Sport Express-ის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ჯიმი ტაბიძე კარიერას რუსეთის ჩემპიონატში, მახაჩკალის „დინამოში’’ გააგრძელებს.

CrystalSport-ის ინფორმაციით, ჯიმის რუსეთში თამაში არ სურდა და ამ წინადადებაზე ორი თვის განმავლობაში უარს ამბობდა, თუმცა რადგან მისთვის საინტერესო ვარიანტი არ გამოჩნდა, ამ წინადადებას დათანხმდა.

28 წლის ტაბიძეს „საბურთალოში’’ (2013-15), „გენტის’’ მეორე გუნდში (2015-17), „ურალსა’’ (2017) და უფა-ში (2017-22) უთამაშია. 2022 წლის ზაფხულში ბელგიაში დაბრუნდა, „კორტრაიკში’’ ჩაირიცხა, თუმცა კლუბი მალევე დატოვა. 2022-23 წლებში თბილისის „დინამოში’’ თამაშობდა, გასული სეზონის მეორე ნახევარში - ბერძნულ „პანეტოლიკოსში’’.

ჯიმი ტაბიძე ევრო 2024-ზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად იყო, თუმცა არ უთამაშია. 2017 წლიდან მოყოლებული ეროვნულ ნაკრებში 15 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები