ტატო გრიგალაშვილი
Aa
Aa

საოცარი ილეთი ოქროს დროში - გრიგალაშვილი ოლიმპიადის ფინალშია

პარიზის ოლიმპიადაზე - 81 კგ. წონით კატეგორიის ნახევარფინალში ტატო გრიგალაშვილმა სამხრეთკორეელი ლი დაამარცხა და ფინალში გავიდა. ტატომ ოქროს დროში ბრწყინვალე ილეთი შეასრულა, იპონით გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, ტატომ პირველ წრეში მოლდოველ მიხაილ ლატისევს მოუგო, 1/8 ფინალში ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილის ბარიერი დაძლია, 1/4-ფინალში ტაჯიკი სომონ მახმადბეკოვი დაამარცხა. ფინალში ტატოს მეტოქე იაპონელი ტაკანორი ნაგასე იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები