ჩელსი, ნაპოლი, რომელუ ლუკაკუ, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ოსიმენის აგენტი: “ვიქტორი მისატანი ამანათი არ არის, შეწყვიტეთ ტყუილები“

დღეს ვიქტორ ოსიმენთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გავრცელდა. იტალიურმა მედიამ გვაუწყა, რომ ნიგერიელი თავდამსხმელი ჩელსიში იჯარის წესით გადადის, ხოლო ნაპოლი რომელუ ლუკაკუს პირდაპირ იყიდის.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ვიქტორ ოსიმენის აგენტმა რობერტო კალენდამ ტვიტერის საკუთარ გვერდზე საჯარო განცხადება გააკეთა.

რას წერს კალენდა?

„დღეს წავიკითხე ვიქტორის აქეთ-იქით გაცვლის იდეა, თითქოს ის მისატანი ამანათი იყოს. ოსიმენი ნაპოლის ისტორიაში მესამე სკუდეტოს საუკეთესო ბომბარდირია და პატივი ეცით. შეწყვიტეთ ყალბი ამბების გავრცელება.“

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტეს დიდი ხანია ნაპოლიში ლუკაკუს ხილვა სურს, თუმცა ბელგიელს ტრანსფერს ვიქტორ ოსიმენი აფერხებს.

ნიგერიელ თავდამსხმელს პარტენოპეის დატოვება და პრემიერ ლიგაში თამაში სურს, თუმცა შეთავაზება არ აქვს. ოსიმენს მხოლოდ პარი სენ ჟერმენი და არაბული კლუბები ეპატიჟებიან, თავად კი აღნიშნულ გუნდებში გადასვლა არ სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები