კიდევ 1 ოცნებას ისრულებს - მბაპე ფრანგულ კლუბს ყიდულობს
კილიან მბაპემ მადრიდის რეალში გადასვლის შემდეგ, კიდევ ერთი ოცნების ახდენასთან არის ახლოს.
ესპანური მედიის ინფორმაციით, ფრანგი სუპერვარსკვლავი საფრანგეთის ლიგა 2-ის გუნდის კაენის ყიდვას გეგმავს. ამისთვის კი მან 15 მილიონი ევრო გაამზადა.
როგორც ცნობილია, კილიანი ღრმა ბავშვობაში სწორედ კაენის გულშემატკივარი იყო და ახლა დედამისთან ერთად მის ყიდვას აპირებს.
კაენის აქციების ყიდვა-გაყიდვა საინვესტიციო ფონდის Coalition Capital-ის მეშვეობით განხორციელდა, რომელიც მბაპეს ოჯახის ყველა ინვესტიციას მართავს.
მადრიდის რეალის ახალი „ცხრიანის“ მიზანი კაენის ლიგა 1-ში დაბრუნებაა. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში კაენმა საფრანგეთის ლიგა 2 მეექვსე ადგილზე დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ მბაპე მადრიდის რეალს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, თუმცა მას ტრანსფერის ბონუსს 150 მილიონ ევროს გადაუხდიან. ასევე, მისი წლიური ანაზღაურება 15 მილიონი ევრო იქნება.