თბილისის დინამო, დომინიკ რაიტერი
Aa
Aa

ავსტრიელი შემტევი დინამოში - ვინ არის დომინიკ რაიტერი

თბილისის „დინამომ’’ ავსტრიელი მარჯვენა გარემარბი დომინიკ რაიტერი დაიმატა.

26 წლის ფეხბურთელს ავსტრიის 19 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. კარიერის დიდი ნაწილი ავსტრიის ბუნდელსიგაში გაატარა, 98 მატჩში 5 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა. შემტევი სტილის ფეხბურთელისთვის კარგი სტატისტიკა ნამდვილად არაა.

ავსტრიის ბუნდესლიგაში ლასკ-სა (2017-21) და „ალტახში’’ (2021-24) თამაშობდა. გასულ სეზონში „ალტახში’’ ბუნდესლიგის მხოლოდ 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. 16-დან სასტარტოში მხოლოდ 4 თამაში დაიწყო. სტატისტიკიდან გამომდინარე რაიტერს ბოლო წლებში აშკარა რეგრესი აქვს. ავსტრიული მედიის ცნობით, ფეხბურთელის გადაწყვეტილებაზე გავლენა თბილისის „დინამოს'' მთავარი მწვრთნელის, ავსტრიელი ფერდინანდ ფელდჰოფერის ფაქტორმა მოახდინა.

2019-20 და 2020-21 წლების სეზონებში ლასკ-თან ერთად ევროპა ლიგაზე ითამაშა,  2019-20 წლების სეზონის 1/16-ფინალში ავსტრიული გუნდი „მან. იუნაიტედთან’’ განადგურდა, ორი მატჩის ჯამში 1:7 დამარცხდა. დომინიკმა ორივე მატჩში ითამაშა. ასევე, 2020-21 წლების სეზონის ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ტოტენჰემისა’’ და „ლუდოგორეცის’’ წინააღმდეგ მოედანზე იყო, რაც ცხადია საინტერესო გამოცდილება იყო.

ფოტოზე: ჰარი მაგუაირი და დომინიკ რაიტერი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები