ულამაზესი გდება დამატებით დროში - გრიგალაშვილი ნახევარფინალშია!
ტატო გრიგალაშვილი პარიზის ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია. -81 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა 1/4 ფინალში ტაჯიკი სომონ მახმადბეკოვი დაამარცხა და ახლა ფინალამდე საქართველოს დელეგაციისთვის პირველ ოლიმპიურ მედლამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.
ამ ბრძოლამდე, ტატომ პირველ წრეში მოლდოველ მიხაილ ლატისევს მოუგო, 1/8 ფინალში კი ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილი დაამარცხა.
ცნობისთვის, ნახევარფინალური შეხვედრები საქართველოს დროით 18:00 საათიდან გაიმართება.