მორიგი სკანდალი ფარიკაობაში
პარიზის ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძის გამოსვლა ძალიან ხმაურიანი და სკანდალური იყო. როგორც თავად ქართველმა მოფარიკავემ აღნიშნა, არბიტრებმა მომდევნო ეტაპზე გასვლაში ხელი მაქსიმალურად შეუშალეს.
ამჯერად, ფარიკაობაში მორიგი ხმაური იყო. ამჯერად სკანდალური ფაქტი რაპირით შეჯიბრის ფინალში ვიხილეთ, სადაც იტალიელი ფილიპო მაკი ჰონგ კონგელ მოქმედ ჩემპიონს ედგარ ჩეუნ კა ლონს დაუპირისპირდა. ფინალში მაყურებელმა ამ სახეობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული სანახაობა იხილა.
იტალიელი 14:11-ს იგებდა და სანუკვარ მედლამდე მხოლოდ ქულა აკლდა, თუმცა მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა. საბოლოო შედეგს ერთი ჩხვლეტა დაადგენდა.
არბიტრებმა ორი ჩხვლეტა გადაათამაშეს, საბოლოოდ მაინც ვერ დაადგინეს რომელმა დაასწრო და ქულა ვისთვის მიეცათ. ბოლო და მესამე ჯერზე გამარჯვება ჰონგ კონგელს მიანიჭეს, ამას იტალიელის პროტესტი მოჰყვა, თუმცა შედეგს მაინც შეეგუა.
იტალიური მედია ამ ფაქტს ასე გამოეხმაურა: „სამარცხვინო ქურდობა“.
როგორც ჩანს, ფარიკაობაში ამ კუთხით სერიოზული პრობლემებია და ბევრი სამუშაო აქვთ.