სანდრო ბაზაძე
Aa
Aa

„ბრძოლას აუცილებლად გავაგრძელებ“ - სანდრო ბაზაძე სამშობლოში დაბრუნდა

სანდრო ბაზაძე პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდა. ქართველ მოფარიკავეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ბაზაძემ ოლიმპიადაზე უსამართლო მსაჯობაზე კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა და განაცხადა, რომ მომავალში უფრო ძლიერი დაბრუნდება.

სანდრო ბაზაძე:

შეგახსენებთ, რომ სანდრო ბაზაძე პარიზის ოლიმპიადაზე, 1/8 ფინალში ეგვიპტელ მოჰამედ ამერთან მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებით, 14:15 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველმა მოფარიკავემ პროტესტი ფარიკაობის ბილიკზევე გამოხატა, მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართული მხარე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები