ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ხვიჩას მოთხოვნები ლეგიტიმურია და გამჭვირვალედ უნდა მოგვარდეს“

Punto Zero გადაცემაში Napoli Magazine Live-ის სტუმარი „პარტენოპეის“ ყოფილი ფორვარდი კრისტიან ბუჩი იყო, რომელმაც ანტონიო კონტეს ახალი გუნდის შესახებ ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გამორჩეულად ისაუბრა.

„კვარაცხელიას სავარაუდო პრობლემები არა მის მოედანზე გასვლას, არამედ მის კონტრაქტს უკავშირდება. მანდ ხელფასთან დაკავშირებით სამართლიანი მოთხოვნები წამოაყენა და ფინანსურ საკითხებთან ადეკვატური მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს.

მას შემდეგ, რაც კლუბმა ოსიმენს ხელშეკრულება განუახლა და ის გაუმჯობესებული სახით იყო, ნაპოლისგან ხვიჩასაც მსგავსი მოპყრობის იმედი ჰქონდა, იმის გათვალისწინებით, თუ რა წვლილი მიუძღვის მას გუნდის წარმატებაში.

კონტეს მხრიდან მის მიმართ აღფრთოვანება მეტყველებს იმაზე, რომ ხვიჩა ჯერაც გუნდის საკვანძო ელემენტია. ქართველი ფეხბურთელი მიუხედავად ყველაფრის მაინც პოზიტიური განწყობით არის, მოტივირებულია, მუშაობს და უკეთესის იმედი აქვს.

კვარაცხელია ბოლო წარმატებებიდან გამომდინარე, ასევე გუნდზე მისი გავლენიდან გამომდინარე პატივისცემას იმსახურებს არა მხოლოდ კლუბისგან, არამედ ქომაგებისა და მედიისგანაც. ხვიჩას მოთხოვნები სრულიად ლეგიტიმურია და ეს გამჭვირვალედ უნდა მოგვარდეს“.

შეგახსენებთ, რომ კვარას ანაზღაურება წლიურად 1.5 მილიონ ევრომდეა. ეს კლუბში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასია. „ნაპოლი“ მას 4.5 მილიონამდე გაზრდას სთავაზობს, თუმცა ოსიმენის შემთხვევაში თანხა 10 მილიონამდე გაიზარდა, რაც ხვიჩას მიმართ აშკარა უპატივცემულობაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საუდის არაბეთი და ინგლისი | ვალენსიამ მამარდას ტრანსფერზე შეთავაზება მიიღო
საუდის არაბეთი და ინგლისი | ვალენსიამ მამარდას ტრანსფერზე შეთავაზება მიიღო