ვარჯიშზე საოცარი შთაბეჭდილება დატოვა - დვალის დაბრუნების მოლოდინი
ევროპის ჩემპიონატის მონაწილე სხვა ფეხბურთელების მსგავსად, ლაშა დვალიც საკლუბო ფეხბურთს სხვებთან შედარებით გვიან შეუერთდა და ბუნებრივია ორი კვირის წინ ოპტიმალურ ფორმაშიც არ იყო, თუმცა როგორც ირკვევა, ის ახლა უკვე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს და სათამაშოდ ასი პროცენტით მზად არის. სწორედ ამაზე იყო საუბარი Gazzeta Cyprus-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის რეპორტიორიც „აპოელის“ ერთ-ერთ ვარჯიშს დაესწრო და სათანადო დასკვნებიც გააკეთა.
რას წერენ ლაშა დვალზე
როგორც გავიგეთ, ლაშას კუნთებთან დაკავშირებული მცირე ტრავმა ჰქონდა, მაგრამ როგორც ჩანს პრობლემები უკან დარჩა და ასი პროცენტით მზად არის.
დღეს ვარჯიშს დავესწარი, რომლის დასრულების შემდეგაც ნიქოზიის კლუბის ესპანელ მთავარ მწვრთნელს დავიდ გალიეგოს გავესაუბრე. ის დარწმუნებული არ იყო, შეძლებდა თუ არა დვალი 90 წუთი თამაშს, თუმცა ვარჯიშზე მასზე ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ დარწმუნებული ვარ, ლაშას შანსი მიეცემა.
„აპოელს“ „პეტროკუბთან“ პირველი მატჩი მოგებული აქვს, მაგრამ ჯერ დამთავრებული არაფერია და რაც ვნახე იქიდან გამომდინარე გეტყვით - მერწმუნეთ, დვალის მოედანზე ყოფნა შესაძლოა გადამწყვეტიც აღმოჩნდეს.
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში „აპოელმა“ საკუთარ სტადიონზე მოლდოველები 1:0 დაამარცხა. საპასუხო შეხვედრას კი ხვალ სტუმრად გამართავს, რომელიც თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.