ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ეს საგრძნობლად შესამჩნევი იყო...“ - კვარამ ვარჯიში ნაადრევად დატოვა

ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში „ნაპოლიმ“ დღეს Castel Di Sangro-ში მორიგი ვარჯიში გამართა. ვარჯიშს პირდაპირ ეთერში გადმოსცემდა ნეაპოლურ გუნდთან დაახლოებული ტელევიზია Calcionapoli24-ი.

როგორც ტელევიზია იუწყება, „ნაპოლის“ ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ სავარჯიშო სესია ნაადრევად დატოვა, Calcionapoli24-ის ჟურნალისტი კი ამის მიზეზად დაღლილობას ასახელებს.

რა წერია ტელევიზიის ვებგვერდზე:

„ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით, გუნდმა მორიგი ვარჯიში დღეს, ადგილობრივი დროით 18:15 საათზე გამართა. დღევანდელ სესიაზე, ხვიჩა კვარაცხელიას დაღლილობა საგრძნობლად შესამჩნევი იყო. გუშინდელი მატჩის შემდეგ, ქართველმა ძალების აღდგენა ბოლომდე ვერ მოასწრო და ამის გამო, დღევანდელი ვარჯიში ვადაზე ადრე დაასრულა“.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, „ნაპოლი“ ამხანაგურ შეხვედრაში ალბანურ „ეგნატიას“ დაუპირისპირდა და 4:0 დაამარცხა. საგულისხმოა, რომ ალბანელთა კარში პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, რომელიც გუნდში დაბრუნების შემდეგ „ნაპოლის“ სასტარტო შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა. ქართველი შემტევი ანტონიო კონტემ პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ შეცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ მინდა, რომ...“ - კონტე კვარას შესახებ
„ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ მინდა, რომ...“ - კონტე კვარას შესახებ