ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი
Aa
Aa

“ჩემი და ნოვაკის სიტუაცია განსხვავდება“ - ნადალი ჯოკოვიჩთან წაგების შემდეგ

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, გულშემატკივრებმა ნოვაკ ჯოკოვიჩის და რაფაელ ნადალის დაპირისპირება იხილეს, რომელიც სერბის გამარჯვებით 6:1 6:4 დასრულდა. ნოლე მერვედფინალში გავიდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ლეგენდარულმა ესპანელმა ჩოგბურთელმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ნადალმა?

„რა თქმა უნდა, მშვენიერია თამაში ამ დიდებული მეტოქის წინააღმდეგ, რომელიც ჩემს კარიერაში ამ კორტზე არაერთხელ შემხვდა, თუმცა ჩემი და ნოვაკის დღევანდელი სიტუაცია სრულიად განსხვავებულია. ის ძალიან კონკურენტუნარიანია. ბოლო ორი წელი ხშირად არ ვთამაშობ. ასე რომ, ამ შემთხვევაში ის აშკარა ფავორიტი იყო.

ვაპირებ მაქსიმალურად საუკეთესოდ ვითამაშო წყვილთა თანრიგში და ვნახოთ, რამდენად შორს შემიძლია წასვლა. ვფიქრობ, პირველ გეიმში შესანიშნავი ვიყავი, მაგრამ შემდეგ რაღაც მოხდა. კარგი ის არის, რომ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მაღალ დონეზე ვითამაშე. იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად არ ვთამაშობ, ასეთ ტემპს ვერ ვუძლებ.

ძალიან დიდი ძალისხმევა მჭირდება იმისთვის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში თანმიმდევრულად ვითამაშო. იმედი მაქვს, ხვალ უკეთესი ვიქნები. ეს ყველაფერი აუცილებლად დამჭირდება.“

შეგახსენებთ, რომ ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს მესამოცედ დაუპირისპირდნენ. ნოვაკი მცირე უპირატესობით წინ არის - 31:29.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონი ნადალისთვის ბოლოა და კარიერას ასრულებს. ლეგენდარული ესპანელი პარიზის ოლიმპიადაზე წყვილთა თანრიგში კარლოს ალკარასთან ერთად გააგრძელებს თამაშს. ჯოკოვიჩი კი მერვედფინალში კოპფერი არნალდის წყვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვალიფიკაციის ფინალში დამარცხდა - ბასილაშვილი სან მარინოში ვერ ითამაშებს
კვალიფიკაციის ფინალში დამარცხდა - ბასილაშვილი სან მარინოში ვერ ითამაშებს