სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

ოლიმპია მილანოს სურდა - მამუკელაშვილს ევროპული ვარიანტი ჰქონდა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გასული სეზონის დასრულების შემდეგ, ბევრი იწერებოდა იმის თაობაზე, რომ ევროლიგის ჩემპიონ კლუბ ათენის „პანათინაიკოსში“ სრულიად შესაძლებელი იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთბაშად ორი კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე გადასულიყო, თუმცა საბოლოოდ ორივე მათგანი NBA-ში დარჩა.

ბოლო ინფორმაციით კი, რომელიც იტალიის მოქმედი ჩემპიონის, „ოლიმპია მილანოს“ ერთ-ერთი ფან-კლუბის ვებ-გვერდზე გავრცელდა, მამუკელაშვილი ლომბარდიულ გრანდში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა უკანასკნელ წუთებში გრეგ პოპოვიჩის ფაქტორიდან გამომდინარე, სერია A-ში გადაბარგებას, ისევ „სან ანტონიოში“ დარჩენა არჩია, რითაც მილანური კლუბის ხელმძღვანელები იმედგაცრუებულები დარჩნენ.

„მამუ“ რამდენიმე კვირის განმავლობაში შეუზღუდავი უფლებების მქონე თავისუფალი აგენტი გახლდათ და „სპურსთან“ ახალი ხელშეკრულება რამდენიმე კვირის წინ გააფორმა, თუმცა ტეხასური კლუბის შიდა პოლიტიკიდან გამომდინარე, არც კონტრაქტის პირობები და არც მისი ხანგრძლივობა არ გახმაურებულა. „ოლიმპია მილანოში“ ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების ორი მძიმე ფორვარდის დაპირისპირებას ვიხილავდით, რადგან სერია A-ს მეორე გრანდის, „ვირტუს ბოლონიას“ ლიდერი თორნიკე შენგელიაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები