ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი
Aa
Aa

“გულშემატკივრებმა საქმე გამირთულეს“ - ჯოკოვიჩი ნადალის დამარცხების შემდეგ

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, გულშემატკივრებმა ნოვაკ ჯოკოვიჩის და რაფაელ ნადალის დაპირისპირება იხილეს, რომელიც სერბის გამარჯვებით 6:1 6:4 დასრულდა. ნოლე მერვედფინალში გავიდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ლეგენდარულმა სერბმა ჩოგბურთელმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ჯოკოვიჩმა?

„ძალიან დამშვიდებული ვარ. ყველაფერი კარგად მიდიოდა, 6:1, 4:0-ს ვიგებდი და თავს კომფორტულად ვგრძნობდი. 4:1-ის დროს ცუდად ვითამაშე. ნადალს შანსი არ უნდა მისცე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აუცილებლად გამოიყენებს. განსაკუთრებით კი ამ კორტზე. გულშემატკივრებმა საქმე გამირთულეს.

გადამწყვეტი სხვლა 4:4-ზე შევასრულე. 2006 წელს, რომ დავუბრუნდეთ, არ მგონია რომელიმეს გვეფიქრა, რომ ამდენი ხნის შემდეგ ოლიმპიურ თამაშებზე ისევ ერთმანეთის წინააღმდეგ ვითამაშებდით. ვფიქრობ, ამ მატჩს საბოლოოდ დავაფასებთ, არა მხოლოდ ჩვენი მეტოქეობის გამო, არამედ მთლიანად სპორტის გამო.

სამწუხაროა, რომ რაფაელ ნადალი თავის საუკეთესო ფორმაში არ იყო, მაგრამ მე გამარჯვებისთვის, რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე. რაფას მაქსიმალური დისკომფორტი შევუქმენი.“

შეგახსენებთ, რომ ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს მესამოცედ დაუპირისპირდნენ. ნოვაკი მცირე უპირატესობით წინ არის - 31:29.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონი ნადალისთვის ბოლოა და კარიერას ასრულებს. ლეგენდარული ესპანელი პარიზის ოლიმპიადაზე წყვილთა თანრიგში კარლოს ალკარასთან ერთად გააგრძელებს თამაშს. ჯოკოვიჩი კი მერვედფინალში კოპფერი არნალდის წყვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები