ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

კვალიფიკაციის ფინალში დამარცხდა - ბასილაშვილი სან მარინოში ვერ ითამაშებს

სან მარინოს ჩელენჯერის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრაზილიელ საკამოტოსთან ორ სეტში 4:6 7:6 6:7 დამარცხდა. სამწუხაროდ, ქართველი ჩოგბურთელი ჩელენჯერზე ვერ იასპარეზებს.

პირველი სეტი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. ჩოგბურთელები საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ და ყველაფერი ისე მიდიოდა, რომ სეტის გამარჯვებული ტაი-ბრეიკზე უნდა გამოვლენილიყო, მაგრამ მეათე გეიმში ბასილაშვილმა საკუთარი ჩაწოდება დათმო და სეტიც წააგო.

მეორე სეტი შედარებით სხვანაირი გამოვიდა. ნიკოლოზმა ბრეიკით დაიწყო, მაგრამ უმალ საკუთარი ჩაწოდება დათმო. ბრაზილიელმა მეოთხე გეიმში კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა და წინ გავიდა.

საკამოტოს მატჩ პოინტი ჰქონდა, თუმცა ბასილაშვილმა ბრეიკი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. საბოლოოდ ტაი-ბრეიკი და ქართველმა მატჩი დისაიდერში გადაიყვანა.

მესამე სეტი მეტად დაძაბული გამოდგა. ბასილაშვილი 2:5-ს აგებდა დიდებული ქამბექი შემოგვთავაზა. წონასწორობა აღადგინა და გამარჯვებულის გამოსავლენად კვლავ ტაი-ბრეიკი ვიხილეთ, სადაც „ჩვენებურს“ გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა. 7:6-ზე მატჩ პოინტი ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა და საბოლოოდ 7:9 წააგო. მატჩი 2 საათი და 53 წუთი გრძელდებოდა.

შეგახსენებთ, რომ სან მარინომდე ნიკოლოზი ვერონას ჩელენჯერზე ასპარეზობდა, სადაც ნახევარფინალში დამარცხდა. ცნობისთვის, სან მარინოს ტურნირის გამარჯვებული 20 300 ევროს მიიღებს და ATP რეიტინგში 125 ქულით დაწინაურდება.


 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები