ეპიკური მეორე სეტი - ჯოკოვიჩმა პარიზში, ოლიმპიადაზე ნადალს მოუგო
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, გულშემატკივრებმა ნოვაკ ჯოკოვიჩის და რაფაელ ნადალის დაპირისპირება იხილეს, რომელიც სერბის გამარჯვებით 6:1 6:4 დასრულდა. ნოლე მერვედფინალში გავიდა.
პირველი სეტი ჯოკოვიჩის კარნახით წარიმართა, 2 ბრეიკი შეასრულა და უდიდესი უპირატესობის ფონზე გაიმარჯვა.
მეორე სეტიც მსგავსი სცენარით წარიმართა და ნოვაკი ორი ბრეიკის შესრულების შემდეგ, 4:0-ს იგებდა, თუმცა მატადორმა დიდებული თამაშის წყალობით ასევე ორი ბრეიკი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა.
ალბათ ნეიტრალურ გულშემატკივრებს მესამე სეტის ხილვაც სურდათ, მაგრამ ჯოკოვიჩი ასე არ ფიქრობდა. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, უმალ ბრეიკი შეასრულა, მატჩზე ჩააწოდა და შეხვედრა ეისით დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს მესამოცედ დაუპირისპირდნენ. ნოვაკი მცირე უპირატესობით წინ არის - 31:29.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონი ნადალისთვის ბოლოა და კარიერას ასრულებს. ლეგენდარული ესპანელი პარიზის ოლიმპიადაზე წყვილთა თანრიგში კარლოს ალკარასთან ერთად გააგრძელებს თამაშს.