მანჩესტერ იუნაიტედი
Aa
Aa

ახალი სტადიონი მანჩესტერ იუნაიტედისთვის - მშენებლობა წლის ბოლოს დაიწყება

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეპატრონემ, ჯიმი რეტკლიფმა სპეციალისტებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ, „ოლდ ტრაფორდის“ რეკონსტრუქცია გადაიფიქრა და ახალი არენის აშენება გადაწყვიტა, რომლის ტრიბუნების ტევადობაც 100 ათასი იქნება. რეტკლიფმა ქალაქის მერიის ხელმძღვანელებს სპეციალური პროექტით უკვე მიმართა და ახლა აპირებს იჯარით ადგილის აღებას, სადაც ახალი  არენა აშენდება.

თავდაპირველად, „იუნაიტედის“ შეფები „ოლდ ტრაფორდის“ დანგრევასა და ახალი სტადიონის ამავე ადგილზე აშენებას აპირებდნენ, თუმცა საბოლოოდ გადაწყვიტეს სხვა ლოკაცია მოეძებნათ, რაც მშენებლობის პროცესის პერიოდში კლუბს საქმეს აღარ გაურთულებს და „წითელი ეშმაკები“ შეძლებენ მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში, რა დროც ახალი არენის აგებას დასჭირდება, ისევე თავის მშობლიურ მოედანზე იასპარეზონ. პროექტი უკვე დამტკიცებულია და სამუშაოები 2024 წლის დეკემბერში დასრულდება.

„იუნაიტედი“ ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება და ნორვეგიის „რუსენბორგთან“ (0:1), შოტლანდიის „რეინჯერსთან“ (2:0) და ლონდონის „არსენალთან“ (1:2) უკვე მოასწრო საკონტროლო მატჩების გამართვა. გატანილი ბურთებით თავი გლაზგოელებთან ამადუ დიალომ და ჯოზეპ ჰუგილმა, „მეთოფეებთან“ კი რასმუს ჰოილუნდმა გამოიჩინეს.

მსგავსი სიახლეები