ეთერ ლიპარტელიანი
Aa
Aa

მარცხი მეოთხედფინალში | ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

პარიზში, ზაფხულის ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს და საქართველოს დელეგაციას პირველი მედლის მოპოვების შანსი აქვს. ეთერ ლიპარტელიანი მეოთხედფინალში ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონთან, რაფაელა სილვასთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო.

ეთომ ორი ვაზარით წააგო და მისი მაქსიმუმი მესამე ადგილი გახლავთ. ქართველი ჯუდოკას პირველი მეტოქე მონღოლი სპორტსმენი, ენხრიილენ ლხაგვატოგოო იქნება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით, 18:00-დან დაიწყება.

ცნობისთვის, ლიპარტელიანმა პირველი შეხვედრა ლელე ნაირნესთან გამართა და დამაჯერებლად იმარჯვა. მეორე წრეში, ეთომ შუკურჯონ ამინოვა დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. დღეს, ტატიმზე კიდევ ერთი ქართველი ჯუდოკა ვიხილეთ და ლაშა შავდათუაშვილი პირველივე წრეში დამარცხდა.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ჯერ არც ერთი მედალი არაა. გიორგი სარდალაშვილი ბრინჯაოსთან ახლოს იყო, მაგრამ ფრანსისკო გარიგოსთან წააგო.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საუდის არაბეთი და ინგლისი | ვალენსიამ მამარდას ტრანსფერზე შეთავაზება მიიღო
საუდის არაბეთი და ინგლისი | ვალენსიამ მამარდას ტრანსფერზე შეთავაზება მიიღო