ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ბასილაშვილი სან მარინოს ჩელენჯერის კვალიფიკაციის ფინალში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერონას ჩელენჯერის ნახევარფინალში დამარცხდა და იმავე ღამეს სან მარინოში გაფრინდა, სადაც ადგილობრივი ჩელენჯერის საკვალიფიკაციო ეტაპზე იღებს მონაწილეობას.

ქართველი ჩოგბურთელი იტალიელ მინიგინის დაუპირისპირდა და ორ სეტში 6:4 6:4 დაამარცხა. ქართველი ჩოგბურთელი ფინალში გავიდა, სადაც რეიტინგის 284-ე ნომერს საკამატოს დაუპირისპირდება.

ბრაზილიელის დამარცხების შემთხვევაში, ბასილაშვილი სან მარინოს ჩელენჯერზე ითამაშებს, რომლის საპრიზო ფონდი 148 625 ევრო იქნება.

ცნობისთვის, სან მარინოს ჩელენჯერზე ისეთი ჩოგბურთელები მონაწილეობენ, როგორებიც ფაბიო ფონინი, ალბერტ რამოს-ვინოლასი და ალექსანდრე მიულერი არიან.

ტურნირის გამარჯვებული 20 300 ევროს მიიღებს და ATP რეიტინგში 125 ქულით დაწინაურდება. საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალი 29 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 15:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები