ლაშა შავდათუაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი
Aa
Aa

მარცხი პირველივე შეხვედრაში | შავდათუაშვილი ოლიმპიადას გამოეთიშა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ზაფხულის ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს. დღეს, ძიუდოსთვის განკუთვნილი მესამე დღეა და ტატამიზე ორი ქართველი ჯუდოკა ვიხილეთ. -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს ღირსებას ლაშა შავდათუაშვილი იცავს, -57-ში - ეთერ ლიპარტელიანი.

სამწუხაროდ, შავდათუაშვილი ოლიმპიური მედლებისთვის ბრძოლას პირველივე წრეში გამოეთიშა. ლაშას მეტოქე ჟოან-ბენიამინ გაბა გახლდათ და შეხვედრა „გოლდენ სქორში“ გადავიდა, სადაც ორივე ჯუდოკას ორ-ორი გაფრთხილება ჰქონდა. საბოლოოდ, შავდათუაშვილმა მესამე შიდო მიიღო და მომდევნო ეტაპზე ფრანგი სპორტსმენი გავიდა.

რაც შეეხება ლიპარტელიანს, ეთომ დამაჯერებლად იასპარეზა და ლელე ნაირნი იპონით დაამარცხა. მეორე რაუნდში, ლიპარტელიანის მეტოქე უზბეკი შუკურჯონ ამინოვა გახლავთ, გამარჯვების შემთხვევაში კი რაფაელა სილვას ან მაისა პარდაიევას დაუპირისპირდება.

ცნობისთვის, ხვალ ტატამიზე ტატო გრიგალაშვილსა და ეთერ ასკილაშვილს ვიხილავთ. გრიგალაშვილი მეორე რაუნდში მიჰაილ ლატისევს დაუპირისპირდება, ასკილაშვილი პირველ წრეში ანდრეია ლესკის შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაშოუ“ | როგორ გამოეხმაურა Il Mattino კვარაცხელიას თამაშს
„კვარაშოუ“ | როგორ გამოეხმაურა Il Mattino კვარაცხელიას თამაშს