ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„ჯაის დაწყებულ საქმეს დავასრულებ და დავანოკაუტებ“ | პიმბლეტი ილიასთან ჩხუბისთვის მზადაა

პედი პიმბლეტი ილია თოფურიასთან ჩხუბისთვის მზადაა. UFC 304-ზე, ბობი გრინის დამარცხების შემდეგ, „ბედიმ“ „ელ მატადორზე“ ისაუბრა და განაცხადა, რომ პრობლემა არ აქვს, ჯაი ჰერბერტის დაწყებული საქმე დაასრულოს და თოფურია დაანოკაუტოს.

„ილიასთან ჩხუბი პრობლემა არაა, მაგრამ ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ვერ ჩავალ. ფეხი უნდა მომაჭრათ, რომ ქვემსუბუქ დივიზიონში წონა დავაფიქსირო. თუ ილია მსუბუქ წონით დივიზიონში ამოვა, პრობლემა არ მექნება. ჯაი ჰერბერტის დაწყებულ საქმეს დავასრულებ და თოფურიას დავანოკაუტებ“.

2022 წლის 19 მარტს, თოფურიამ სწორედ მსუბუქ წონით დივიზიონში იჩხუბა, რომელშიც პიმბლეტი გამოდის. ილია ინგლისელ ჯაი ჰერბერტს დაუპირისპირდა და ამ უკანასკნელმა „ელ მატადორი“ ნოკდაუნში გაგზავნა, მაგრამ თოფურია ბრძოლაში დარჩა და ფენომენალური ნოკაუტით იმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ილიასა და პიმბლეტს ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ და ლონდონში ყოფნისას, ფიზიკური დაპირისპირებაც მოუვიდათ. პიმბლეტი ქართველ მებრძოლს რეგულარულად აკრიტიკებს და დარწმუნებულია, რომ ილია მის წინააღმდეგ უშანსოდაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დარჩენა მინდა, მაგრამ...“ | მამარდაშვილი ვალენსიაში ჩავიდა
„დარჩენა მინდა, მაგრამ...“ | მამარდაშვილი ვალენსიაში ჩავიდა