„დარჩენა მინდა, მაგრამ...“ | მამარდაშვილი ვალენსიაში ჩავიდა
გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში ჩავიდა. ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელი შვებულებაში იმყოფებოდა და ესპანეთში რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა, აეროპორტში კი Mega-ს ჟურნალისტს გაესაუბრა.
„მამარდას“ სამომავლო გეგმებზე ჰკითხეს და გიორგიმ განაცხადა, რომ „ვალენსიაში“ დარჩენა უნდა: „მინდა თუ არა ვალენსიაში დარჩენა? კი. დავრჩები თუ არა? არ ვიცი“.
???? "¿TE QUIERES QUEDAR EN EL VALENCIA?"
— El Chiringuito TV (@elchiringuitotv) July 28, 2024
???? "SÍ".
???? MAMARDASHVILI le confirma en EXCLUSIVA a @German_ml23 que su deseo es seguir en el club che. pic.twitter.com/cIH8OwzrVC
როგორც მოგეხსენებათ, მამარდაშვილი Transfermarkt-ზე ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა და მისი საბაზრო ფასი 45 მილიონი ევროა. ბოლო პერიოდში, გიორგის რამდენიმე უცხოურ კლუბს უკავშირებდნენ, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯი არც ერთმა გადადგა და „ღამურებს“ ოფიციალური წინადადება არ მიუღიათ.
El Desmarque-ის ცნობით, „ჩე“ „მამარდას“ სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს ითხოვს, რის გამოც, მისი მსურველი კლუბები „ვალენსიასთან“ დაკავშირებას ერიდებიან. სხვადასხვა დროს, მამარდაშვილი „ბაიერნის“, „მილანის“, „სიტის“, „ჩელსის“, „ნიუკასლისა“ და „ატლეტიკოს“ ინტერესის სფეროში იმყოფებოდა.