გიორგი ყუშიტაშვილი, ბეჟან ჭიჭინავა
Aa
Aa

„მეტოქემ ოდნავ გვაჯობა“ - ყუშიტაშვილის მწვრთნელის პირველი კომენტარი

ქართველი მოკრივისთვის გიორგი ყუშიტაშვილისთვის პარიზის ოლიმპიური თამაშები სამწუხაროდ პირველივე შეხვედრაში დასრულდა. აზიის თამაშების ტაჯიკ ჩემპიონს დავლატ ბოლტაევს მან ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ მესამე რაუნდში ხუთიდან სამმა მსაჯმა მის მეტოქეს მიანიჭა უპირატესობა და გიორგი დამარცხდა. ბრძოლის დასრულების შემდეგ, Crystalsport-თან ინტერვიუში ყუშიტაშვილის ბრძოლა საქართველოს მოკრივეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბეჟან ჭიჭინავამ შეაფასა.

ხვალ ოლიმპიურ თამაშებზე მეორე ქართველი მოკრივე ჩაერთვება - ლაშა გურულის (63,5 კგ) მეტოქე მერვედფინალში აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი იქნება და თუ წარმატებას მიაღწევს, ლაშა მეოთხედფინალში სავარაუდოდ ოლიმპიური რეიტინგის მეორე ნომერს, ტაივანელ ლაი სეს დაუპირისპირდება, რომლის ძლევის შემთხვევაშიც მინიმუმ ბრინჯაოს მედალს გაინაღდებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები