გიორგი სარდალაშვილი, პარიზის ოლიმპიადა, ფრანცისკო გარიგოსი
Aa
Aa

„ბევრი დაბრკოლება იყო, მაგრამ სირთულეებს არ გავურბივარ!“ - სარდალაშვილის მიმართვა

-60 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი სარდალაშვილმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დასანანი მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელში სპეცილური განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

რას წერს სარდალაშვილი:

რთულია სიტყვებს მოუყარო თავი, მაგრამ თქვენ იმხელა სითბო მაგრძნობინეთ ჩემო ქართველებო, რომ აუცილებლად უნდა დავწერო. ძალიან მიყვარხართ მადლობა ყველას!!!

სამწუხაროდ, ჩემი ბავშვობის ნანატრი ოქროს მედალი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ვერ მოვიპოვე . იყო ბევრი დაბრკოლება, მაგრამ არ დავიწყებ ამ ყველაფრის წერას, ეს ხომ ცხოვრებაა და მე არ გავურბივარ სირთულეს. აქამდე არ მესმოდა, როცა იძახდნენ გამოცდილებით აჯობაო და ახლა უკვე ვიცი რას ნიშნავს ეს ყველაფერი. მარცხის შემდეგ მე და მწვრთნელები ათმაგად მოტივირებულებუ ვართ ,ჩემი სურვილიც ათმაგად მეტია და წინ დიდი 4წელი მაქვს მოსამზადებლად. 2020 წელს, როცა ნაკრებში მოვხვდი ,იქიდან დღემდე ალბათ სახლში ჯამში 20ჯერ ვიქნები ნამყოფი. სულ შეკრებებზე ვიყავით. მე, ლექსო მასწავლებელი და დავით ქევხიშვილი, ამით კი იმის თქმა მინდა რომ, ამ სპორტს ყოველდღიურად ვაძლევ 100%-ს, ამიტომ ეს ისე არ ჩაივლის, რომ ჩემი სურვილების 100% არ დავიკმაყოფილო. ყველაფერი კარგად იქნება! გამომიცდია მარცხი და ყოველთვის ვგრძნობ, რომ ღმერთი უკეთესისთვის მამზადებს!

დიდი მადლობა ყველას ვინც ჩემს მომზადებაში წვლილი შეიტანა, სიტყვები ზედმეტია, უბრალოდ ბრავო.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფალავანს პარიზის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა, თუმცა, გადამწყვეტ ბრძოლაში ესპანელ ფრანცისკო გარიგოსთან ვაზარით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საჩივრის წერილი - საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია ბაზაძის წაგებას აპროტესტებს
საჩივრის წერილი - საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია ბაზაძის წაგებას აპროტესტებს