კილიან მბაპე, ლუკა მოდრიჩი, ენდრიკი
Aa
Aa

უთანხმოება ნომრის გამო - ენდრიკს ცხრიანობის იმედი აქვს

შარშანდელი სეზონის ევროპის საუკეთესო კლუბი „რეალი“ წელსაც ყველა ტურნირის მოგების ფავორიტი რომ იქნება, ამ კლუბის მიერ განხორციელებული ტრანსფერებიდანაც კარგად ჩანს. მადრიდელებმა განსაკუთრებით შეტევის ხაზი გააძლიერეს და მთავარი შენაძენი ბუნებრივია კილიან მბაპეა, რომელმაც უკვე აიღო 9-ნომრიანი მაისური, თუმცა შესაძლოა ესპანეთის ლა ლიგის დაწყებამდე ყველაფერი შეიცვალოს.

მბაპესთან ერთად, სამეფო კლუბმა ენდრიკი დაიმატა და ახალგაზრდა ბრაზილიელ ფორვარდს ძალიან დიდი სურვილი აქვს ევროპაშიც 9 ნომრით ითამაშოს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მბაპე დათმობაზე წავა. რისი იმედი აქვს ენდრიკს? ლუკა მოდრიჩის ესპანეთის დედაქალაქიდან აბარგების შემთხვევაში, ფრანგმა შესაძლოა მისი 10-ნომრიანი მაისური მოინდომოს, რადგან საფრანგეთის ნაკრებშიც წლების განმავლობაში ამ რიცხვით ასპარეზობს და ეს ყველაფერი ბრაზილიელის წისქვილზე დაასხამს წყალს.

ყველაფერი დროის ამბავია და ჯერჯერობით ამ თემაზე საჯარო განცხადება არც ენდრიკს გაუკეთებია, თუმცა გავლენიანი ესპანური სპორტული გამოცემები ვარაუდობენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შესაძლოა „ბლანკოსის“ გასახდელში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბოს. შეგახსენებთ, რომ თინეიჯერი ბრაზიელის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ წარდგენა უკვე შედგა და მას 16-ნომრიანი მაისური გადასცეს.

მსგავსი სიახლეები