სენსაცია საქართველოს თასზე - ტორპედო თბილისის დინამოს მეორე გუნდთან განადგურდა
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8 ფინალში ქუთაისის „ტორპედო“ სტუმრად თბილისის „დინამოს“ სარეზერვო გუნდს დაუპირისპირდა და სენსაციურად, 0:4 განადგურდა.
იმის მიუხედავად, რომ ქუთაისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა ძირითადი ბირთვის თითქმის ყველა მოთამაშე დაასვენა, „ტორპედომ“ თბილისური კლუბის მეორე გუნდის დამარცხება მაინც ვერ შეძლო და 4 უპასუხო ბურთი გაუშვა.
უმცროსმა დინამოელებმა ანგარიში შეხვედრის დებიუტში გახსნეს. მე-5 წუთზე, „ტორპედოს“ კარში დანიშნული პენალტი ზუსტად ჯადული იობაშვილმა გამოიყენა და „დინამო 2“ დააწინაურა. ტაიმის მიწურულს, ლუკა ფრიდონიშვილმა სხაობა 2-ბურთამდე გაზარდა.
მეორე ნახევარში მასპინძლებმა „ტორპედოს“ კარში კიდევ 2 უპასუხო ბურთი გაიტანეს. 49-ე წუთზე ლუკა ფრიდონიშვილმა შეძლო თავის გამოჩენა, საბოლოო ანგარიში კი 63-ე წუთზე თეიმურაზ ოდიკაძემ დააფიქსირა.
ცნობისთვის, დღესვე თავის შეხვედრად თბილისის „დინამოს“ მთავარი გუნდიც გამართავს, რომელიც 20:00 საათზე „იბერია 1999“-ს დაუპირისპირდება.