„იტალიაში ყველაზე ძლიერი გარემარბია“ - ჯაკერინიმ კვარაზე ისაუბრა
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და „ნაპოლის“ ყოფილმა შემტევმა, ემანუელე ჯაკერინიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი შემტევი სერია A-ში ყველაზე ძლიერი გარემარბია. ვეტერანი ფეხბურთელის კომენტარს Corriere dello Sport-ი ავრცელებს.
რას ამბობს ჯაკერინი:
„კვარაცხელია? ის ჩემპიონატის უძლიერესი გარემარბია. ვიტყოდი, რომ რაფაელ ლეაუსაც სჯობია. მართალია, შარშან მას არც თუ ისე წარმატებული სეზონი ჰქონდა, მაგრამ რასაც აკეთებდა, უწყვეტი და სრულყოფილი იყო. სხვებთან შედარებით, ის უფრო მეტს სწირავდა, ბოლომდე იბრძოდა და არაფერს აკლებდა. ჩემპიონი კვლავ უნდა გახდეს თავისი გუნდისთვის ხელმისაწვდომი“.
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ რამდენიმე დღის წინ შეუერთდა და ახალი სეზონისთვის სრული დატვირთვით ემზადება. ნეაპოლური გუნდისთვის სერია A-ს 2024/25 წლების სეზონი 18 აგვისტოდან, „ვერონასთან“ გასვლითი მატჩით დაიწყება. მანამდე „ნაპოლი“ სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 10 აგვისტოს კი ანტონიო კონტეს გუნდი „კოპა იტალიას“ 1/32 ფინალში „მოდენას“ დაუპირისპირდება.