გიორგი მიქაუტაძე, დანიელე დე როსი
Aa
Aa

„არ ვიცი, ამ ზარზე საუბარი რამდენად სწორია“ - დე როსი მიქაუტაძის შესახებ

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა, დენიელე დე როსიმ „ტულუზასთან“ ამხანაგურ მატჩში მარცხის შემდეგ „ჯალოროსის“ სატრანსფერო გეგმებსა და გიორგი მიქაუტაძის შესახებ გააკეთა კომენტარი და ქართველ ფეხბურთელთან არსებულ მოლაპარაკებებზე ისაუბრა.

რა თქვა დე როსიმ მიქაუტაძეზე:

„სხვა კლუბის ფეხბურთელებზე ვერ ვისაუბრებ. არ ვიცი, რამდენად სწორია ახლა იმ სატელეფონო ზარების შესახებ საუბარი, რომელიც ამ ბიჭის მიმართ განხორციელდა. ეს ზარი ნამდვილად პოზიტიური იყო, მაგრამ შინაარსზე ზარის კონტექსტზე საუბარი ახლა არასწორად მიმაჩნია“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას, „რომას“ მხრიდან მიქაუტაძის მიმართ ინტერესზე არაერთხელ დაიწერა. გავრცელებული ინფორმაციით, „ჯალოროსიმ“ ქართველი შემტევის ყოფილ კლუბ, „მეცს“ ოფიციალური შეთავაზებაც გაუკეთა, თუმცა, საბოლოოდ, მიქაუტაძემ არჩევანი თავის ყოფილ კლუბ „ლიონზე“ შეაჩერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სარდალაშვილი: ოლიმპიადაზე სხვა გარემო დამხვდა, შეცდომებს გამოვასწორებ
სარდალაშვილი: ოლიმპიადაზე სხვა გარემო დამხვდა, შეცდომებს გამოვასწორებ