ლენი იორო დიდი ხანი ვერ ითამაშებს? - არსენალთან კუნთის ტრავმა მიიღო
მანჩესტერ იუნაიტედმა წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდში მორიგი ამხანაგური მატჩი არსენალის წინააღმდეგ გამართა და 2:1 დამარცხდა, თუმცა ყველაზე უარესი ეს არ იყო.
მატჩის 35-ე წუთზე ახალწვეულმა ლენი იორომ ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. ფრანგმა უკანახაზელმა კუნთის დაზიანება მიიღო.
Times-ის ინფორმაციით, წითელ ეშმაკებში ნერვიულობენ, რადგან შესაძლოა მან დიდი ხანი გამოტოვოს. ჯერჯერობით გარკვეული არაფერია და ყველაფერი გამოკვლევების შედეგად დადგინდება.
შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ იუნაიტედმა 18 წლის ცენტრალური მცველი 62 მილიონი ევროს სანაცვლოდ ლილიდან შეიძინა.
ინგლისურმა გუნდმა იჩქარა, რადგან თავად იოროს მადრიდის რეალში სურდა გადაბარგება, თუმცა სამეფო კლუბს ის მომავალ წელს უფასოდ სურდა, რადგან ლენის 2025 წელს კონტრაქტი უმთავრდებოდა.