“ოპტიმიზმის საფუძველი მრჩება“ - გუჯეჯიანი მარგველაშვილის წაგების შემდეგ
ჯერჯერობით პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქართული დელეგაცია მედლის გარეშეა. დღეს, ტატამზე 66 კგ კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი ვიხილეთ, რომელიც ხიარ ვალიდს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ დამარცხდა.
მარგველაშვილის დამარცხების შემდეგ, CrystalSport ლაშა გუჯეჯიანს პარიზში ესაუბრა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ასპარეზზე სარდალაშვილი გამოვიდა, რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოდა, თუმცა დამარცხდა.
ასევე გეტყვით, დღევანდელ დღემდე მედლებისთვის ბრძოლაში წარმატებას ნინო სალუქვაძემ, ანა ნიჟარაძემ, სანდრო ბაზაძემ და ნოე ფანცხავამ ვერ მიაღწიეს.