სანდრო ბაზაძე, პარიზის ოლიმპიადა
Aa
Aa

ამ სპორტში განუკითხაობაა და საშინელებები ხდება - ბაზაძის ემოციური პოსტი

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა სანდრო ბაზაძისთვის წარუმატებელი გამოვიდა. 1/8-ფინალში ბაზაძე ეგვიპტელ მოჰამედ ამერთან 14:15 დამარცხდა. შეხვედრის დასაწყისში ეგვიპტელი დიდ უპირატესობას ფლობდა, თუმცა დაპირისპირების მიწურულს სანდრომ თამაში გაათანაბრა და გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ არბიტრებმა საკამათო ეპიზოდებში გადაწყვეტილებები ეგვიპტელის სასარგებლოდ გააკეთეს.

სანდრომ Facebook-ში ვრცელი პოსტი დაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„უპირველესად იმით დავიწყებ! მადლობა თითოეულ ქართველს ეს რა მაგარი ერი ვართ როგორ დამიდექით გვერდში და სულ გვერდში ხართ!!! არ მინდა ძალიან დიდი სტატუსი გამოვიდეს, მაგრამ ვისაც მოგინდებათ წაიკითხავთ !!! მიყვარხარ საქართველო და ქართველო ხალხო!!!! მე თქვენთვის სულ ვლოცულობ!!! დღეს რაც მოხდა, ეს უკვე განმეორდა, თითქოს დეჟავიუ იყო… ყველგან ამას ვამბობდი, მსაჯი თუ წესიერი იქნება, მე ოლიმპიადას აუცილებლად მოვიგებთქო …. რატომ ვიძახდი ამას და რატომ მინდა რომ ამაზე გავამახვილო ყურადღება. ეს არის სპორტი სადაც უკვე წლებია განუკითხაობაა და საშინელებები ხდება … იმ დონემდე მიმიყვანეს, რომ შემზიზღდეს ის სპორტი რომელშიც 17 წელია ვარ! ჩემს ნახევარ ცხოვრებაზე მეტი!!!

როდესაც ამ სპორტში მოღვაწეობა დავიწყე, დამიჯერეთ ეს სპორტი საერთოდ არ არსებობდა… და მერაბ ბაზაძემ შეძლო და დააბრუნა, თავისი განათლებითა და უნარით აღზარდა უამრავი მაგარი სპორტსმენი!!! პირველივე საერთაშორისო შეჯიბრიდანვე მახსოვს, როგორ შეშურდა მსოფლიოს ახალგაზრდა ქართველების გამოჩენა !!!! მიხეილ მარდალეიშვილი, ბექა ბაზაძე, საბა სულამანიძე, ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია, გოგა კაკურიძე, ვატო არჩვაძე, ნიკა ჭეიშვილი,ლაშა კუჭუხიძე, დუდუ თავართკილაძე, ლუკა ობოლაძე, დათუნა თავართქილაძე, გიორგი ურუშაძე!!!! აქ არიან მოფარიკავეები, რომლებმაც აჩვენეს და აჩვენებენ კიდევ ძალიან დიდ შედეგებს!!!

მე სანდრო ბაზაძემ, მიუხედავად იმისა რომ ოლიმპიურ თამაშებზე არაერთხელ გადამიარეს განუკითხაობით და არასამართლიანად მომექცნენ, გაჭირვებიდან ნომერ პირველი გავხდი, რწმენა არ დავკარგე და არასდროს დავკარგავ!!! დღეს კიდევ იმის შემსწრე გავხდი, რომ აქ სამართალი არ არსებობს…. საქართველო არის სამართლიანი ქვეყანა და მე მიყვარს ჩემი ქვეყანა ! მადლობა, მიყვარხართ თითოეული ქართველი ! ოლიმპიური ჩემპიონობა ჩემი მიზანი იყო ამ სპორტში პირველივე დღიდანვე, მაგრამ არ მაძლევენ ამის საშუალებას ეს გარეწრები!!! ტყუილს არ ვლაპარაკობ, 2 შვილი მყავს და არ მინდა მათ მატყუარა მამა ჰყავდეთ ! მერაბ ბაზაძე გმირია ! 1 ხმალი გვქონდა და რომ გატყდა ხიდან ჯოხი მოწყვიტა და ისე გვავარჯიშებდა, ფეხზე არაფერი გვეცვა. აი ასე გავხდი მსოფლიოში ნომერ პირველი! მაგრამ შეშურდა მთელ მსოფლიოს როგორც ჩანს…

მე მადლიერი ვარ ღმერთის, რაც გამაჩნია, რომ ვარ ქართველი და მიყვარს თითოეული ქართველი იმიტომ რომ ჩვენ ნამდვილი ადამიანები ვართ !!!! მადლობა თქვენ და მე არ დავანებებ თავს იმის მიუხედავ რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ და გულგატეხილი… საქართველო არის ყველაზე მაგარი ქვეყანა! ჩვენ გაგვიმარჯოს და წარმატება თითოეულ ქართველს ოლიმპიურ თამაშებზე!’’

შეგახსენებთ, ტოკიოს ოლიმპიადაზე სანდროს მიმართ მსაჯებმა საკამათო გადაწყვეტილებები მიიღეს, სწორედ ამიტომ გამოიყენა ქართველმა სპორტსმენმა სიტყვა დეჟავიუ. რაც შეეხება მერაბ ბაზაძეს, სანდროს მამას, ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტია და მსაჯთა ქმედებები მანაც საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა: „ეს არის ოლიმპიზმი!! სპორტსმენი ორი ოლიმპიადა არ გაახარეთ!! იყიდეთ, გაყიდეთ! სუპერმარკეტი ხართ !? ეს უნდა იყოს ბოლო ოლიმპიადა, ქარტია შესაცვლელია! ახალი ქარტიით დავიწყოთ, სუფთა ფურცლით!!“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები