ნიკოლოზ ბასილაშვილი, ვილიუს გუბასი
Aa
Aa

ვერონას ჩელენჯერი - ბასილაშვილი ნახევარფინალში დამარცხდა

ვერონას ჩელენჯერის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ვილიუს გუბასს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში, 3 სეტში 6:4 0:6 5:7 დამარცხდა.

პირველ სეტში მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ, თუმცა  მეშვიდე გეიმში ბასილაშვილმა ბრეიკი შეასრულა, უპირატესობა მოიპოვა და სეტი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

მეორე სეტი კი სრული იმედგაცრუება იყო. პირველი გეიმი 14 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და ქართველ ჩოგბურთელს 2 ბრეიკ პოინტი ჰქონდა, თუმცა ვერ მოიგო და შემდეგ აბსოლუტურად ყველა გეიმი წააგო.

მესამე სეტი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მესამე გეიმში ნიკოლოზმა მეტოქის ჩაწოდება მოიგო და წინ გავიდა, თუმცა მეექვსე გეიმში გუბასმა წონასწორობა აღადგინა.

ყველაფერი მე-12 გეიმში გართულდა. ვილიუს გაუბასმა ნიკოლოზის ჩაწოდების დროს უპირატესობა მოიპოვა. მეტიც, მას 4 მატჩ პოინტი ჰქონდა და მხოლოდ მეოთხე გამოიყენა. სამწუხაროდ ბასილაშვილი დამარცხდა. აღნიშნული დაპირისპირება 2 საათი და 20 წუთი გრძელდებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
1/16 ფინალში ნადალს შეხვდება? - ჯოკოვიჩმა ოლიმპიადა გამარჯვებით დაიწყო
1/16 ფინალში ნადალს შეხვდება? - ჯოკოვიჩმა ოლიმპიადა გამარჯვებით დაიწყო