ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი, მარტინ ფუჩოვიჩი
Aa
Aa

1/16 ფინალში ნადალს შეხვდება? - ჯოკოვიჩმა ოლიმპიადა გამარჯვებით დაიწყო

პარიზის ოლიმპიადა დაიწყო და რა თქმა უნდა, საჩოგბურთო სამყაროში ნოვაკ ჯოკოვიჩი ყურადღების ცენტრშია.

ლეგენდარულმა სერბმა დღეს პირველი მატჩი გამართა და დამაჯერებლად გაიმარჯვა. ნოვაკმა ავსტრალიელ მეთიუ ებდენს ორ სეტში 6:0 6:1 აჯობა და 1/16 ფინალში გავიდა.

საინტერესო ის გახლავთ, რომ თუ რაფაელ ნადალი თავის შეხვედრას მარტინ ფუჩოვიჩს მოუგებს, 1/16 ფინალში ჯოკოვიჩისა და ნადალის დაპირისპირებას ვიხილავთ. ესპანელი უნგრელს 28 ივლისს თბილისის დროით 14:00-დან დაუპირისპირდება.

ასევე გეტყვით, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე კარლოს ალკარასიც მონაწილეობს, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ჯოკოვიჩი უიმბლდონის ფინალში დაამარცხა.

ცნობისთვის, ბადე ის გადანაწილდა, რომ ჯოკოვიჩი და ალკარასი ფინალამდე ერთმანეთს არ ხვდებიან და შესაძლოა ოლიმპიური თამაშების ფინალში ამ ორი დიდებული ჩოგბურთელის დაპირისპირება ვიხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები