მსაჯთა საკამათო გადაწყვეტილებები - ბაზაძე ოლიმპიადას დაემშვიდობა
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა სანდრო ბაზაძისთვის წარუმატებელი გამოვიდა. 1/8-ფინალში ბაზაძე ეგვიპტელ მოჰამედ ამერთან 14:15 დამარცხდა. შეხვედრის დასაწყისში ეგვიპტელი დიდ უპირატესობას ფლობდა, თუმცა დაპირისპირების მიწურულს სანდრომ თამაში გაათანაბრა და გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა არბიტრებმა საკამათო ეპიზოდებში გადაწყვეტილებები ეგვიპტელის სასარგებლოდ გააკეთეს.
შეგახსენებთ, 1/16-ფინალში ბაზაძემ მექსიკელ ხიბრან სეას 15:6 მოუგო.
ბაზაძის მსგავსად ოქროს მედლის მოპოვების კიდევ ერთი ფავორიტი, უნგრელი არონ სილაგიც დამარცხდა და პარიზის ოლიმპიადას დაემშვიდობა. სილაგი რიოსა და ტოკიოს ოლიმპიადების გამარჯვებულია და მისი მარცხი დიდ სენსაციად შეფასდა. 30 წლის სანდრო ბაზაძე, რომელიც ტოკიოში მე-4 ადგილზე გავიდა, პირველ ადგილზე გასვლის ერთ-ერთი რეალური პრეტენდენტი იყო, მაგრამ სამწუხაროდ მოლოდინი არ გამართლდა.