ჰანსი ფლიკი: “არ ვამბობ, რომ ყველა ტიტულს მოვიგებთ“
როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის ბარსელონას ახალი მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი ჰყავს, რომელიც უკვე აქტიურად შეუდგა მუშაობას.
სულ ცოტა ხნის წინ, გერმანელმა სპეციალისტმა ბლაუგრანას ოფიციალურ გვერდთან ისაუბრა და საინტერესო განცხადება გააკეთა.
ფლიკი:
„შორს არ ვარ იმ საფეხბურთო იდეებისგან, რომლითაც ბარსელონა ადრე იოჰან კრუიფის და პეპ გუარდიოლას ხელმძღვანელობით თამაშობდა. მსურს მოედანზე აქტიური გუნდი მყავს, როგორც ბურთით, ასევე ბურთის გარეშე. ჩემი ბარსელონა თამაშის ტემპს უნდა კარნახობდეს.
რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი ლამაზად თამაშია, მაგრამ მოედანზე ამისთვის ყველაფერი უნდა გავცეთ და კარგად მოვემზადოთ. ვარჯიშებზე ფეხბურთელები 100%-ით უნდა დაიხარჯონ, რათა შემდეგ მოედანზე ყველაფერი იდეალურად გაკეთდეს.
არ ვამბობ, რომ ყველა ტიტულს მოვიგებთ, მაგრამ ბევრი მუშაობის შემთხვევაში წარმატების შესაძლებლობა გვექნება. ვიაზრებთ, რომ შრომა და შედეგები მნიშვნელოვანია. მოუთმენლად ველოდები სეზონის დაწყებას.“
შეგახსენებთ, რომ ბარსელონა ახლა სატრანსფერო კუთხით აქტიურობს. გუნდის მთავარი მიზანი ნიკო უილიამსის გადაბირებაა. ასევე საუბარი მიმდინარეობს დანი ოლმოზე, თუმცა უფრო მეტი ყურადღება მაინც ნიკოს ეთმობა.
ჟოან ლაპორტა ტრანსფერის დახურვას ჩქარობს, რადგან უილიამსის გადაბირება პრემიერ ლიგის კლუბებსაც სურთ.