ნინო სალუქვაძე
Aa
Aa

ისტორია დაწერილია - ნინო სალუქვაძის დიდებული რეკორდი

ოლიმპიადის ისტორიაში ქართული რეკორდი დამყარდა!! 55 წლის ნინო სალუქვაძემ ისტორიაში მეათედ იასპარეზა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, რითიც ქალთა შორის რეკორდი დაამყარა.

10 მეტრზე სროლაში საკვალიფიკაციო ეტაპზე სალუქვაძე 38-ე ადგილზე გავიდა და სამწუხაროდ ფინალში კვალიფიცირება ვერ შეძლო, თუმცა 2 აგვისტოს ამის გაკეთებას 25 მეტრიდან სროლაში შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ ნინო სალუქვაძეს ოლიმპიადაზე სამივე სინჯის ოლიმპიური მედლები აქვს მოგებული.

ოლიმპიადის პირველ დღეს მედლებისთვის ბრძოლას ორი ქართველი სპორტსმენი აგრძელებს, მერვედფინალურ შეხვედრას ფარიკაობაში სანდრო ბაზაძე 17:20 საათზე გამართავს, რეპეშაჟში გადართული ქართველი ჯუდოკა გიორგი სარდალიშვილს კი 18:00-დან უნდა ველოდოთ…

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები