რუდი ფერნანდესი
Aa
Aa

რუდი ფერნანდესის უნიკალური მიღწევა

ლეგენდარული ესპანელი სპორტსმენი რუდი ფერნანდესი კიდევ ერთი რეკორდის ავტორი გახდა. ის პირველი კალათბურთელია ისტორიაში, რომელმაც ექვს ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა და ეს ოფიციალურად მას შემდეგ დადასტურდა, როდესაც 39 წლის ვეტერანი ავსტრალიასთან (80:92) წაგებულ შეხვედრაში ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში გამოჩნდა. რუდიმ 17 წუთი ითამაშა და მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი შედეგიანი გადაცემა გახლდათ.

ფერნანდესმა 2004 წლის ათენის, 2008 წლის პეკინის, 2012 ლონდონის, 2016 წლის რიო დე-ჟანეიროსა და 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე იასპარეზა, აქედან ჩინეთისა და დიდი ბრიტანეთის დედაქალაქებში გამართული ტურნირები - ვერცხლის, ხოლო ბრაზილიაში ჩატარებული თამაშები ბრინჯაოს მედლით დაასრულა. გარდა ოლიმპიური თამაშებისა, ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ის 2-გზის მსოფლიოს (2006, 2019) და 4-გზის ევროპის (2009, 2011, 2015, 2022) ჩემპიონია.

საკლუბო კარიერის მანძილზე მას სხვადასხვა დროს „ბადალონაში“, „პორტლენდში“, „რეალსა“ და „დენვერ ნაგეტსში“ უთამაშია. ფერნანდესი 3-ჯერ გახდა ევროლიგის ჩემპიონი და 7-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები